პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო პროკურატურამ კიდევ ერთ პოლიტიკოსს სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს წარუდგინა ბრალი. გიორგი ვაშაძის სასამართლო პროცესი ერთ საათში უნდა დაიწყოს.
დღევანდელ სხდომაზე ვაშაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ. ჯერ-ჯერობით უცნობია, აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით რა შუამდგომობით მიმართავს პროკურატურა სასამართლოს.
რაც შეეხება თავად ვაშაძეს, როგორც აცხადებს არ აქვს მოლოდინი რომ სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.