სამსახური დეპუტატობის პარალელურად 

04 მაისი 2017, 00:00 2626 ნახვა

უმაღლესი საბჭოს ორი დეპუტატი ორ-ორი სამსახურით - ილია ვერძაძე და დავით თედორაძე,  საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის გარდა, მანდატის მიღებამდე არსებულ სამუშაო ადგილსაც ინარჩუნებენ.

ვერძაძე ამ დრომდე აჭარის პროფესიული გაერთიანების თავმჯდომარეა, თუმცა ამბობს, რომ აქ ხელფასს არ იღებს, შესაბამისად, კანონს არ არღვევს.

ბიუჯეტით დაფინანსებულ “მწერალთა სახლში” მუშაობს დავით თედორაძე. თითოეულის ანაზღაურება საბჭოში 4 ათას ლარს აჭარბებს.

მესამე სექტორში ინტერესთა შეუთავსებლობაზე და კანონის იმ დათქმაზე საუბრობენ, რომელიც დეპუტატს სხვა საბიუჯეტო ორგანოდან ანაზღაურების მიღებას უკრძალავს. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში