იტალიას, საფრანგეთსა და შვეიცარიას თავს ძლიერი შტორმი დაატყდა. სტიქია ძირითადად ალპების რეგიონში მძვინვარებს, სადაც უხვმა ნალექმა და ქარბუქმა რამდენიმე ადამიანი იმსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს. მედიის ცნობით, იტალიის ჩრდილოეთში გადაუღებელმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია.
დატბორილია ტერიტორიები პიემონში, სამხრეთ ტიროლსა და ლომბარდიის რეგიონებში. ქალაქ ვალდანოში მოვარდნილმა წყალმა ავტომობილი წაიღო, რომელშიც მამა-შვილი იმყოფებოდა. ორივე მათგანი დაიღუპა. 92 წლის გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს პიემონში ერთ-ერთ დატბორილ სახლში. 6 400-მდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი აოსტას ხეობაში.
ელექტროენერგია არ მიეწოდება შვეიცარიის კურორტებსაც, შეფერხებებია სატელეფონო ქსელებზეც. კურორტ ცერმატისკენ მიმავალი გზა შტორმის გამო ჩაიხერგა. ერთი ადამიანი დაიღუპა საფრანგეთის კურორტ ვალ ტორანსში. ქალი ზვავში მოჰყვა და გულის შეტევით გარდაიცვალა.