ბელგიის მაღალრეიტინგული გამოცემის Sabato ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას ეცნობიან. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ჟურნალისტები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობენ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ტურის მონაწილეები უკვე იმყოფებოდნენ კახეთში, ეწვივნენ ალავერდს, სიღნაღს, თელავს, ახმეტას, წინანდალს, ადგილობრივ მარნებში გაეცნენ ღვინის მომზადების წესებს. გამოცემის წარმომადგენლები სტეფანწმინდას, გერგეტის სამებას და უფლისციხეს მოინახულებენ.
„საქართველო გასტრონომიისა და ღვინის ქვეყანაა, რაც ჩვენ არ ვიცოდით. ჩვენთვის ეს ნამდვილი კულტურული აღმოჩენაა, ეს არის ქვეყანა ღვინის 8 ათასწლოვანი ისტორიით. ვფიქრობ ბელგიელები გასტრონომიის დიდი მოყვარულები არიან, უყვართ ღვინო და საქართველოში ძალიან ბევრ რამეს აღმოაჩენენ, რომელიც განსხვავდება საფრანგეთისგან, გერმანიისგან და იტალიისგან. ბელგიელი მოგზაურები აქ აღმოაჩენენ ახალ კულტურას და ახალ გემოებს“-განაცხადეს ბელგიელმა ჟურნალისტებმა: ბერტ ვოეტმა და ჯული მორგანმა.
საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ბელგიელი ჟურნალისტები ფრანგულ და დანიურ ენებზე სტატიებს მოამზადებენ, რომელსაც Sabato-ს მკითხველს გააცნობენ, როგორც ბელგიაში, ასევე საფრანგეთსა და დანიაში.