„ჩემი გაზაფხული“ - ბათუმის ხელოვნების მუზეუმის გალერეა სულეიმან ვალუტოვის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს. გამოფენას მხატვარი ქორწინების 30 წლის იუბილესა და მეუღლეს უძღვნის, რომელიც მისი შემოქმედების მთავარი მუზაა.
დღეიდან 23 აპრილის ჩათვლით, ხელოვნების მუზეუმის გალერეაში თქვენ იხილავთ, ვალუტოვის ბოლოდროინდელ ფერწერულ ნამუშევრებს, მათ შორის, პორტრეტებს, ნატურმორტებსა და პეიზაჟებს. მხატვარი მხოლოდ ზეთის საღებავებით მუშაობს და მისი კოლექცია საკმაოდ მრავალრიცხოვანია.ბათუმის ხელოვნების მუზეუმი სუილეიმან ვალუტოვის გამოფენას უკვე მეორედ მასპინძლობს.