სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის მეოთხე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 25 309.6 მლნ ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის ცნობით, მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2024 წლის მეოთხე კვარტალში 4.0 პროცენტით განისაზღვრა.
უწყების ანგარიშით, 2024 წლის მეოთხე კვარტალში ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორებიცაა ინფორმაცია და კომუნიკაცია (29.7 პროცენტი), განათლება (36.2 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (19.9 პროცენტი), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება (23.6 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (14.9 პროცენტი), მშენებლობა (7.4 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (9.4 პროცენტი).
ხოლო კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (-2.3 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტი (-0.2 პროცენტი).