„ჰამასის“ მიერ დატყვევებულების ოჯახის წევრებმა პასექის დღესასწაული თელ ავივში ერთად აღნიშნეს. საპროტესტო აქციის მონაწილეებთან ერთად ისრაელის პრემიერ-მინისტრის მთავრობას მოუწოდეს, მიაღწიოს „ჰამასთან“ შეთანხმებას მძევლების გასათავისუფლებლად. მომიტინგეები აცხადებენ, რომ შეკრებით თავიანთ სოლიდარობას გამოხატავენ დატყვევებულთა ოჯახის წევრების მიმართ. ცნობისთვის, ისრაელმა მარტში ღაზის მიმართულებით შეტევები განაახლა. ხელისუფლება აცხადებს რომ ეს ასე გაგრძელდება, ვიდრე ღაზის სექტორში მყოფი 59 მძევალი არ გათავისუფლდება. თავის მხრივ „ჰამასი“ აცხადებს რომ მძევლებს მხოლოდ იმ შეთანხმების ფარგლებში გაათავისუფლებს, რომელიც ომს დაასრულებს და იარაღის დაყრის შესახებ მოთხოვნებს უარყოფს.