პრემიერა გაიმართა ბათუმის თოჯინების თეატრში. დასის რეპერტუარს სპექტაკლი “მოხერხებული ბაყაყი ჩიკო“ შეემატა. სპექტაკლი თოჯინურია. ის ეზოპეს იგავ-არაკების მიხედვით დაიდგა. მეზღაპრე სცენიდან ყვება ერთ ტყეში მომხდარ ისტორიას, რომელიც მეგობრობასა და სიმამაცეზეა. სპექტაკლის რეჟისორები არიან ნინო დავითაშვილი და ვლადიმერ ბიბილეიშვილი. როგორც ინსცენირების ავტორი აცხადებს, სპექტაკლის მთავარი იდეა იმის ჩვენება იყო, თუ როგორი მნიშვნელოვანია მეგობრის მხარდაჭერა, განათლებისკენ სწრაფვა, სამშობლოს სიყვარული და ამასთან ერთად იმის ხაზგასმა, რომ მიუღებელია ღალატი. 88-ე თეატრალურ სეზონზე, თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა თეატრისთვის “მოხერხებული ბაყაყი ჩიკო“ რიგით მეოთხე სპექტაკლია.