თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას, განვიხილეთ პარტნიორობასთან დაკავშირებული ყველა საკითხი - ირაკლი კობახიძე

12 აპრილი 2025, 17:53 85 ნახვა

ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, ყველა თემას შევეხეთ, რაც დაკავშირებულია ჩვენს პარტნიორობასა და ურთიერთობასთან, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ანტალიაში.

პრემიერის განცხადებით, ორივე მხარემ დაადასტურა ინტერესი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარებაზე.



„ხაზი გავუსვით იმას, რომ ჩვენს ქვეყნებს აკავშირებს არა მხოლოდ კეთილმეზობლური, არამედ ნამდვილი მეგობრული ურთიერთობები. გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა პოლიტიკური თვალსაზრისით და ასევე, ეკონომიკური კუთხით სტრატეგიული პარტნიორობა, გვაქვს არაერთი სტრატეგიული პროექტი. მნიშვნელოვანია სამმხრივი ფორმატიც, რომელიც ჩვენ, თურქეთს და აზერბაიჯანს გვაკავშირებს. ხაზი გავუსვით, რომ მიუხედავად დღეს არსებული ურთიერთობების ძალიან მაღალი დონისა, არსებობს განვითარების შემდგომი პოტენციალი. ყველა თემას შევეხეთ და გვქონდა ორმხრივად დადასტურებული ინტერესი იმასთან დაკავშირებით, რომ კიდევ უფრო სწრაფად განვითარდეს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები“, - განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში