შეფასებები მოყვა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, პარლამენტის ვიცე-სპიკერის განცხადებას პოლიტიკურ წრეებში, ოპოზიციაში თეა წულუკიანის განცხადებას მწვავედ აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ მსგავსი ტიპის შეფასება არის ეროვნული გრძნობების, ეროვნული გმირების შეურაცხყოფა და ღალატის დეკლარირება.
ირაკლი ზარქუას თქმით, კი თეა წულუკიანი გულისხმობდა, რომ გიორგი ანწუხელიძე გმირია, ისევე როგორც ყველა ადამიანი, ვინც მონაწილეობდა პუტინისა და სააკაშვილის მიერ ორგანიზებულ ომში საქართველოს წინააღმდეგ.
პროტესტი თეა წულუკიანის საცხოვრებელთან მის განცხადებას მოჰყვა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში წულუკიანმა ანწუხელიძის კონტექსტში ქვა, რომ „ყველა ბავშვს სჭირდება თავისი მშობელი სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის“ - თეა წულუკიანმა საგამოძიებო კომისიის მიზნებზე საუბრისას აგვისტოს ომის ეპიზოდი გაიხსენა და თქვა, რომ სააკაშვილმა ჯარი და მშვიდობიანი მოსახლეობა გაწირა.