პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 3 პირი დააკავა

11 აპრილი 2025, 10:48 296 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს და ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით დაკავებული არიან - 1995 წელს დაბადებული მ.ი. და წარსულში ნასამართლევი პირები: 1989 წელს დაბადებული მ.ზ. და 1978 წელს დაბადებული ფ.ნ.

"სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების საცხოვრებელი სახლებიდან და სპეციალურად მოწყობილი სათბურებიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მცენარე „კანაფი“ ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს"- აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინსიტროს განცხადებაში.

დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში