ეროვნულ გამოცდებზე განაცხადების კორექტირების პროცესი დღეს სრულდება 

10 აპრილი 2025, 10:05 205 ნახვა

ერთიანი ეროვნული გამოცდების  რეგისტრაციასთან დაკავშირებით განაცხადში კორექტირების შეტანის ბოლო ვადაა. უფრო ზუსტად,  გამოსაცდელებს ჩასაბარებელი საგნების არჩევა, ასევე გამოცდის ენისა და საგამოცდო ქალაქის შეცვლა დღეს 18 საათამდე შეუძლიათ. 

იმ დარეგისტრირებულ აბიტურიენტებს, რომლებსაც სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა სჭირდებათ,  დღის ბოლომდე უნდა წარდგინონ ჯანმრთელობის ცნობა თბილისში შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, რეგიონებსა კი რესურცნეტრებში.  გარდა ამისა, რეგისტრაციის პროცესი დღეს უნდა დაასრულონ იმ აბიტურიენტებმა, რომლებმაც რეგისტრაციის საფასური 2 აპრილამდე გადაიხადეს, მაგრამ დოკუმენტაცია არ ჰქონდათ მოწესრიგებული.

საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტული ჩამონათვალის შეცვლა კი გამოსაცდელებს  აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.

წინა წლებისგან განსხვავებით, წელს მეთერთმეტეკლასელები ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში