საპროტესტო მარში ბათუმში

10 აპრილი 2025, 09:41 146 ნახვა

ბათუმში პროტესტი გრძელდება. გუშინ საღამოს ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში მოქალაქეებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. აქციის  მონაწილეები „თავისუფლების მარშით“ საკონსტიტუციო სასამართლოდან ბათუმის ბულვარში არსებულ 9 აპრილის მემორიალთან მივიდნენ, სანთლები დაანთეს და 36 წლის წინ დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს.

მემორიალთან წაიკითხეს თბილისში საპროტესტო აქციაზე დაკავებული სტუდენტის ზვიად ცეცხლაძის მიერ დაწერილი ფიცი.

შეკრებილებმა სამშობლოსთვის დაღუპული გმირების სულების წინაშე დადეს ფიცი, რომ არასდროს დათმობენ მათი სიცოცხლის ფასად მოპოვებულ თავისუფლებას და არასდროს დაუთმობენ სამშობლოს რუსეთს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში