რუსეთის სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ საქართველოს მოქალაქეს პატიმრობა შეუფარდა

10 აპრილი 2025, 09:48 195 ნახვა

რუსეთში საქართველოს მოქალაქეს გიორგი გოგლიძეს უკრაინის მხარეს ბრძოლისთვის ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახური ავრცელებს. ქართველი მებრძოლი რუსმა სამხედროებმა დააკავეს.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, საქართველოს მოქალაქე გიორგი გოგლიძე დამნაშავედ ცნეს “დაქირავებულ მებრძოლად ყოფნისთვის” და ის მისჯილ ცხრა წელს მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების კოლონიაში გაატარებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში