36 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან. თბილისში მემორიალთან დილიდან შეკრებილები არიან საპროტესტო აქციებზე დაკავებულების მშობლები, ოჯახის წევრები და რიგითი მოქალაქეები.
აქციის მონაწილეებმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და მასთან ერთად მყოფ პირებს, ასევე საჯარო მოხელეებს 9 აპრილის მემორიალთან მისვლის საშუალება არ მისცეს. რუსთაველის გამზირზე ამ დრომდე რჩებიან მოქალაქეები.
ძლიერი წვიმის მიუხედავად, დაშლას არ აპირებენ, ისინი მემორიალთან უკვე 24 საათია რჩებიან. მათი თქმით, 36 წლის შემდეგ მტერი ერთია - რუსეთი და ისევ დასაცავია ქვეყნის თავისუფლება. მათი გეგმაა დღეს ღამის 12 საათამდე რუსთაველის გამზირზე დარჩნენ. ამბობენ, რომ ე.წ მთავრობის წევრებს აქ მოსვლის მორალური უფლება არ აქვთ.
მემორიალთან იმყოფებოდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, რობინ დანიგანმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. რობინ დანიგანს ადგილზე მყოფი მოქალაქეები ტაშით შეხვდნენ.
9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს პოლონეთის საელჩოს წარმომადგენლებმა.