სტამბოლსა და ანკარაში ათასობით სტუდენტი სტამბოლის მერის ეკრემ იმამოღლუს მხარდასაჭერად გამოვიდა. თურქეთის ოპოზიციურმა „რესპუბლიკურმა პარტიამ“, რომელმაც 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის თავის კანდიდატად ეკრემ იმამოღლუ დაასახელა, ვადამდელ არჩევნებს ითხოვს.
ეკრემ იმამოღლუ, რომელიც პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად მოიაზრება, 19 მარტს კორუფციისა და ტერორისტული ორგანიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს.
იმამოღლუს დაპატიმრებას თურქეთში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.