გამოცემა „ინდიგოს“ ჟურნალისტი საბა სორდია 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ, სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა. აღნიშნულ საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას 17 აპრილს გამოაცხადებს.
დღევანდელ პროცესზე დაიწყო მსჯელობა მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების საკითხზე.
ცნობისთვის, პოლიციამ გამოცემა „ინდიგოს“ ჟურნალისტი საბა სორდია ადმინისტრაციული წესით დააკავა, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (173-ე მუხლი) გულისხმობს.