პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავს

08 აპრილი 2025, 11:30 261 ნახვა
00:00
00:00

2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას საქმეს პროკურატურაში გზავნის.

თეა წულუკიანის განცხადებით, კომისიაზე არგამოცხადების გამო, ასევე ზურაბ ჯაფარიძისა და გივი თარგამაძის საქმეებიც გადაიგზავნება.

მისივე თქმით, გივი თარგამაძის საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები სამდივნოს მზად აქვს და სამდივნოს კენჭისყრის დასრულებისთანავე შეუძლია, გადააგზავნოს პროკურატურაში მომდევო საათის განმავლობაში.

ამასთან, როგორც კომისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, პროკურატურას გადაეგზავნება ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქმეც, რადგან, ჯაფარიძემ ბევრჯერ განაცხადა, რომ არ აპირებს კომისიის წინაშე გამოცხადებას არც დღეს და არც ხვალ.


 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი