აშშ-ის პრეზიდენტმა ბაზრების მდგომარეობის შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ პრობლემების გამოსასწორებლად „ზოგჯერ საჭიროა წამლის მიღება“.
ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ არ აპირებს გარიგების დადებას ჩინეთთან, ვიდრე სავაჭრო დეფიციტის პრობლემა არ გადაიჭრება.
პრეზიდენტის თქმით, აშშ ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობებში ყოველწლიურად „ასობით მილიარდ დოლარს“ კარგავს. ტრამპის თქმით, უკვე ესაუბრა ევროპელ და აზიელ ლიდერებს მისი ადმინისტრაციის მიერ დაწესებული ტარიფების შესახებ.