ირანის სულიერმა ლიდერმა მეზობლები გააფრთხილა

07 აპრილი 2025, 13:55 186 ნახვა

ირანის უმაღლესმა სულიერმა ლიდერმა აიათოლა ხამენეიმ ქვეყნის შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა. ეს გადაწყვეტილება ირანის ხელისუფლებამ აშშ-ის მხრიდან შესაძლო შეტევის ფონზე მიიღო.

ირანმა უკვე გაუგზავნა გაფრთხილება ერაყს, ქუვეითს, კატარს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, თურქეთსა და ბაჰრეინს, რომ ამერიკის შეტევის ნებისმიერი სახით მხარდაჭერა, მათ შორის ამ ქვეყნების საჰაერო სივრცის გამოყენება, თეირანის მიერ განხილული იქნება, როგორც „არამეგობრული აქტი“, რასაც „სერიოზული შედეგები მოჰყვება“.

ხამენეიმ განაცხადა, რომ აშშ-სთან მოლაპარაკების გაგრძელება ომანის შუამავლობით შესაძლებელია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში