უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მედია არ დაუშვეს

07 აპრილი 2025, 12:08 290 ნახვა

სულხან თამაზაშვილის კანდიდატურას აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე უმაღლესი საბჭოს წევრებმა დღეს უნდა უყარონ კენჭი, სხდომა 11 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა დაიწყო თუ არა სხდომა ჩვენთვის უცნობია, რადგან პროცესი დახურულია, არ მიმდინარეობს სხდომის ტრანსლირება, უმაღლესი საბჭოს შენობაში დღეს ჟურნალისტები არ შეუშვეს. 

პარალელურად უმაღლეს საბჭოსთან აქცია მიმდინარეობს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში