ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს საავტორო უფლებებთან დაკავშირებით რამდენიმე სასამართლო პროცესი გაიმართა. საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია ნებართვის გარეშე მუსიკალური ნაწარმოების გამოყენებას ერთდროულად სხვადასხვა კერძო და საჯარო შეპესეს ედავება. მათ შორის ერთ-ერთი “ ბი თი ემ ტექსტილი” და “ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრია”.
ერთ შემთხვევაში მხარეები მოლაპარაკებაზე შეთახმდნენ, ხოლო სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის საქმის არსებითი განხილვა 7 მაისისთვის გადაიდო. მიზეზი ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, საავტორო უფლებების დარღვევის ფაქტზე მოდავე მხარის მიერ შესაბამისი მტკიცებულებების არ ქონა გახდა. საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის წარმომადგენელმა კომენტარი დავებზე არ გააკეთა.