რეკრეაციული სივრცე თამარის დასახლებაში

01 აპრილი 2025, 19:53 365 ნახვა

ბათუმის მერიის ინფორმაციით, თამარ მეფის გამზირზე დასრულების ეტაპზეა ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობა, რომელიც აქ მცხოვრებ 300-ზე მეტ ოჯახს მოემსახურება. პროექტის ფარგლებში სკვერში აშენდა სტადიონი, განთავსდა საბავშვო, სპორტული და დასასვენებელი ზონები, ასევე მოეწყო საპარკინგე სივრცე.
უახლოეს პერიოდში კი, განხორციელდება ველობილიკის სამღებრო სამუშაოები. აღნიშნულ დასახლებაში მსგავსი ტიპის ინფრასტრუქტურა აქამდე არ არსებობდა, დღეიდან კი, მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ თანამედროვე სტანდარტის კეთილმოწყობილი სივრცით. პროექტის ჯამური ღირებულება 1,5 მილიონ ლარს შეადგენს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში