პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო მამუკა ხაზარაძეს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. ლელოს ლიდერი აცხადებს, რომ ხვალ სასამართლოზე ეცოდინება რას მოიცავს ბრალეულობა.