გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მოულოდნელი ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა. ეს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის უკრაინაში მე-11 ვიზიტია, რომელიც, სავარაუდოდ, მინისტრის რანგში ბოლო იქნება.
ანალენა ბერბოკს კიევში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა და კიევში გერმანიის ელჩი მარტინ იეგერი შეხვდნენ.
კიევში ჩასვლისას ბერბოკმა განაცხადა, რომ გერმანია უკრაინას ჰუმანიტარული დახმარებისთვის დამატებით 130 მილიონ ევროს გამოუყოფს.