ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 7.0 %-მდე გაზარდა. გადაწყვეტილება ეყრდნობა მაკროეკონომიკურ პროგნოზს, რომლის მიხედვითაც, მიწოდების მხრიდან მოქმედი ფაქტორების ზეგავლენით, 2017 წლის განმავლობაში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება. მონეტარული პოლიტიკის ახალი განაკვეთი, 7 პროცენტი, ძალაში 4 მაისიდან შედის.