მზია ამაღლობელის სასამართლო

31 მარტი 2025, 19:58 172 ნახვა

მედია მენეჯერის სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლომ ბრალდების მხარის ორ მთავარ მოწმეს მოუსმინა. ერთ-ერთი ბათუმის აჭარის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამსახურის უფროსი იყო, რომელმაც მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მისცა ჩვენება.
მოწმის ინფორმაციით, მაშინ როდესაც ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე აქციის მონაწილეებისთვის ერთ-ერთი პირის დაკავების შესახებ განმარტებას აკეთებდა, მოწმის ინფორმაციით, მზია ამაღლობელმა მას სახეში ხელი გაარტყა და მარჯვენა ლოყა აუწითლდა.
მოწმე პოლიციელმა ჩვენებაში თქვა, რომ მას არ გაუგია მზია ამაღლობელის მხრიდან სამართალდამცავების მიმართ არც გინება და არც სიტყვიერი შეურაცხყოფა. როგორც ფერაძემ სასამართლოს უთხრა, დგებუაძეს სახეზე, მარჯვენა ლოყაზე სიწითლე ინციდენტიდან 15-20 წუთის შემდეგაც აღენიშნებოდა, თუმცა ადვოკატმა სასამართლოზე გაასაჯაროვა ვიდეო კადრი, სადაც დაცვის მხარის მტკიცებით ინციდენტის შემდეგ 1 წუთში დგებუაძეს არანაირი სიწითლე არ აღენიშნებოდა.
პოლიციელმა ბერდია ფერაძემ როგორც დაცვის ასევე ბრალდებული მედია მენეჯერის კითხვებსაც უპასუხა. სასამართლომ ასევე მოუსმინა მოწმე გამომძიებელს თამარ კერესელიძემ, რომელმაც ამაღლობელის ჩხრეკის ოქმი შეადგინა.
დაცვის მხარემ ეს მოწმეც ცრუ ჩვენების მიცემაში დაადანაშაულა და ადვოკატების განცხადებით ამაღლობელის სხვა უფლებებთან ერთად დაკავების დროს, დაცვის უფლებაც დაირღვა. სასამართლო აღარ გამოკითხვას მოწმის სახით პოლიციელებს გოჩა ვანაძეს და ნოდარ ზენაიშვილს, რომლებმაც მედია მენეჯერის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე უკვე მისცეს ჩვენება და რომელთა დაკითხვასაც სისხლის სამართლის საქმეზე ითხოვდა დაცვის მხარე. მომდევნო სხდომაზე ისევ პროკურატურის მოწმეები დაიკითხებიან.
სავარაუდოდ სასამართლო დაზარალებულის სტატუსით ირაკლი დგებუაძეს მოუსმენს. სხდომა 7 აპრილსაა ჩანიშნული.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში