ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან უწყვეტი საპროტესტო აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეები უკვე 121- ე დღეა 19 საათიდან იკრიბებიან უცვლელი მოთხოვნებით. ისინი ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს და საპროტესტო აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეების ინფორმაციით მათი ჯარიმები 150 000 ლარს აჭარბებს , რისი გადახდის შესაძლებლობაც მათ არ აქვთ. გაიხსნა საბანკო ანგარიშიც და მოქალაქეებს დახმარებისკენ მოუწოდებენ.