საგამოძიებო კომისიის სხდომა

26 მარტი 2025, 17:53 245 ნახვა

2008 წლის ომის დროს რატომ არ იყო ევაკუაციის გეგმა, რატომ არ განხორციელდა ევაკუაცია? დასკვნა მქონდა და დღესაც იგივე მაქვს, რომ გაიმეტეს მოსახლეობა საზარბაზნე ხორცად, გაიმეტეს ადმინისტრაციის თანამშრომლები, გაიმეტეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და ის რეგიონი მთლიანად, – ამის შესახებ სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, 2008 წლის ომის დროს სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა, თამაზ ბესტაევმა 2008 წლის აგვისტოს ომის თემაზე შექმნილი პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე განაცხადა.

სხდომაზე იმყოფებოდა ზურაბ ნოღაიდელიც რომელმაც განაცხადა რომ - : "სიგიჟესთან რომ გვქონდა საქმე, მგონი, ამას დამატებითი განმარტებები აღარ სჭირდება, მაგრამ უცხოურ შეხვედრებზე ჩემთან არასდროს ყოფილა საუბარი, რომ გინდა, არ გინდა, უნდა გვეომა."

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში