აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის შეხვედრა იტალიის ელჩთან

26 მარტი 2025, 14:01 202 ნახვა
00:00
00:00

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში გაიმართა.

მთავრობის თავმჯდომარემ და ელჩმა ვალერი არქანიას სახელობის არტგალერეაში განთავსებული აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრები და სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის დარბაზი დაათვალიერეს.

შეხვედრის ოფიციალურ ნაწილში ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ რთულ ვითარებაზე და ადგილობრივი მოსახლეობის გამოწვევებზე ისაუბრეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

ამინდი