ავტოგასამართი სადგურების ქსელის, “მაგნატის“ ყოფილი მესაკუთრის ჯემალ ლეონიძის საქმის განხილვა საქართველოს პარლამენტში 4 საათზე მეტხანს გაგრძელდა.
ბიზნესმენმა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, მას ქონება ჩამოართვეს და დააპატიმრეს. მისივე თქმით, წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან ერთად, ქონების წართმევაში დანაშაული მამუკა ხაზარაძესაც მიუძღვის.
ბიზნესმენმა ჯემალ ლეონიძემ ციხეში ყოფნის პერიოდზეც ისაუბრა.
ბიზნესმენს სასამართლომ 15 წელიწადი და 6 თვე მიუსაჯა, თუმცა მალევე მას ამნისტია შეეხო. ლეონიძეს იმედი აქვს, რომ დროებითი საგამოძიებო კომისია მის სასარგებლოდ მიიღებს გადაწვეტილებას, იგი პოლიტიკური განაჩენის გამოტანასა და დამნაშავეების შესაბამის დასჯას ითხოვს.