პარლამენტის საგამოძიებო კომისია კიდევ ერთი საათი დაელოდება „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს ახსნა-განმარტებისთვის. მან უნდა უპასუხოს კითხვებს ,,მაგნატის“ საქმეზე, რომელიც წინა ხელისუფლების დროს სავარაუდოდ ბიზნესის ჩამორთმევის საქმეს ეხება.
მანამდე კი კომისიის სხდომაზე არ მივიდა კიდევ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი მამუკა ხაზარაძე, რაც კანონით დასჯადია და ითვალისწინებს პატიმრობასაც ერთი წლით.