დაკავება საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 

24 მარტი 2025, 11:10 331 ნახვა

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე, ასევე მიგრანტების გადაყვანის მცდელობისთვის სამი ადამიანია  დაკავებული.  

უცხო ქვეყნის მოქალაქე     სატვირთო ავტომანქანის მისაბმელში მოწყობილი სამალავით,  სასაზღვრო გამტარი პუნქტის  „სარფის“ გავლით ცდილობდა  საქართველოდან თურქეთში მიგრანტების, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების  უკანონოდ გადაყვანას.

დანაშაულები 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში