პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო შერეული საბრძოლო ხელოვნებების ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა

21 მარტი 2025, 16:44 92 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო შერეული საბრძოლო ხელოვნებების ფედერაციის (IMMAF) პრეზიდენტს, კერით ბრაუნს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე 2025 წლის შემოდგომაზე საქართველოში შერეული საბრძოლო ხელოვნებათა მსოფლიოს ჩემპიონატის (MMA) ჩატარების შესაძლებლობა განიხილეს. აღინიშნა, რომ ამ თემაზე კომუნიკაცია და აქტიური თანამშრომლობა გაგრძელდება.

მათივე თქმით, საუბარი შეეხო საქართველოში შერეულ საბრძოლო ხელოვნებათა განვითარების პერსპექტივებს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი დაესწრნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში