აბუ დაბიში საქართველოს საქმიან ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

21 მარტი 2025, 11:18 205 ნახვა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, აბუ დაბიში Meetings Arabia & Luxury Travel (MALT) კონგრესზე წარდგა. ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. 

მათივე ცნობით, რიგით მე-13 კონგრესზე საქართველოს საქმიანი ტურისტული მიმართულების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც არაბთა გაერთიანებული საამიროების, საუდის არაბეთის, ომანის, ბაჰრეინის, ქუვეითის, კატარისა და სხვა ქვეყნების კომპანიები გაეცნენ.

კონგრესის ფარგლებში, საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრებმა 30-მდე შეხვედრა გამართეს პოტენციურ დამკვეთებთან საქართველოში მსხვილი ღონისძიებების, კონგრესებისა და კონფერენციების ჩატარების მიზნით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

ამინდი