სტამბოლის მერის დაკავებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტების გამო 37 ადამიანი დააკავეს

20 მარტი 2025, 14:44 115 ნახვა

თურქეთის პოლიციამ ქალაქ სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს დაკავებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტების გამო 37 ადამიანი დააკავა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, პოლიციამ ის ადამიანები დააკავა, რომლებმაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე პროვოკაციული, ძალადობის წამქეზებელი პოსტები გამოაქვეყნეს.

თურქეთის საგამოძიებო უწყების ცნობით, მათ სოციალურ ქსელებში საერთო ჯამში მსგავსი ხასიათის 261 გვერდს მიაგნეს, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი, საზღვარგარეთიდან იმართებოდა.

ცნობისთვის, გუშინ თურქეთში სტამბოლის მერი კორუფციისა და ტერორისტული დაჯგუფების ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს, რასაც დედაქალაქ ანკარაში დემონსტრაცია მოჰყვა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში