ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე მშენებარე ობიექტის მიმდებარედ ჯიხური დაიწვა. კომპანიის წარმომადგენლების ვარაუდით, ხანძარი მაღალმა ძაბვამ გამოიწვია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
შემთხვევის ადგილას საგამოძიებო უწყების, სახანძრო-სამაშველო სამსახურის და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების წარმომადგენლები იმყოფებიან.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე