ქედაში სოფელ ქოსოფელსა და ქობულეთში, სოფელ ჩაქვისთავში ორ ობიექტს ძეგლის სტატუსი მიენიჭა. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით, ნაკაშიძეებისა და გორჯელაძეების საცხოვრებელ სახლებს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
ნაკაშიძეების სახლი XIX საუკუნის პირველი ნახევრით, ხოლო გორჯელაძეების სახლი 1890-1910 წლებით თარიღდება და ტრადიციული ქართული ხალხური არქიტექტურის საინტერესო ნამუშევარს წარმოადგენს.