საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს, ჰადას მეიცადს შეხვდა.
საგარეო უწყების პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ქართველი და ისრაელელი ხალხის ისტორიული მეგობრობა, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და მრავალგანზომილებიან თანამშრომლობას ეფუძნება.
„საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარებას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების მნიშვნელობაზე.
მხარეებმა განიხილეს ნაყოფიერი ურთიერთობები სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა ტურიზმი, კულტურა, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარება.
ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკაზე საუბრისას აღინიშნა, რომ საქართველოს ვიზიტორ ქვეყნებს შორის ისრაელი ერთ-ერთი მოწინავეა“, – აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, შეხვედრის დასასრულს მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.