ანტინარკოტიკული რეფორმა

13 მარტი 2025, 19:41 77 ნახვა

ხვალიდან პარლამენტი საკომიტეტო ფორმატში ანტინარკოტიკულ რეფორმაზე მუშაობას იწყებს. ადამიანთა უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის შემდეგ ინიციატივას ჯანმრთელობისა დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი განიხილავს, სავარაუდოდ უკვე სამშაბათს კი საკითხი სესიაზეც გავა.
უკვე ცნობილია, რომ სახელმწიფო მკაცრი იქნება ყველა იმ პირის მიმართ ვინც ნარკოდანაშაულში იქნება ჩართული. არ აქვს მნიშვნელობა ის იქნება რეალიზატორი, თუ მომხმარებელი. დაგეგმილია ყველა სახის ნარკოტიკის გაყიდვაზე სასჯელის გამკაცრებაც.
ვიდრე ცალკეული კანონი გამკაცრდება სახელისუფლებო პარტიის მორიგი ინიციატივა პოლიტიკური შეფასებების მიზეზია. ოპოზიციის ნაწილი დაგეგმილ ცვლილებებში საიმედოს ვერაფერს ხედავს, მმართველ გუნდში აქამდე არსებულ ლიბერალურ ნარკოპოლიტიკას უსვამენ ხაზს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში