ლონდონის წიგნის ბაზრობის ფარგლებში აქტივობები გრძელდება. ფესტივალის ფარგლებში მონაწილე ქვეყნების გამომცემლობებთან, გამავრცელებლებთან, ბრიტანულ გამომცემელთა ასოციაციებთან შეხვედრები გაიმართა.
ლიტერატურის თარგმნის ცენტრში, მწერალთა სახლისა და გამომცემლობა „სეზანის ” წარმომადგენლებმა მანანა მენაბდის ორი წიგნი წარადგინეს. გაჟღერდა მანანა მენაბდის მუსიკალური კომპოზიციებიც, რომლებზეც მარიამ ალექსიძის დასის მოცეკვავეებმა ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს.