კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმე

13 მარტი 2025, 15:14 150 ნახვა

კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმე. დღევანდელ პროცესზე პროკურორი აჯამებს იმ მტკიცებულებებს, რომელიც სახელმწიფო ბრალდებას აქვს წარდგენილი. პროცესზე ბრალდების მხარემ ასევე ვიდეო-მტკიცებულება წარადგინა.
40 წუთიან ფარულ ჩანაწერში დაკავებული ბექა ჯაიანი კესარია აბრამიძის მკვლელობას აღიარებს და პოლიციელებს დეტალურად უყვება, როგორ დაგეგმა მძიმე დანაშაული. ჩვენებაში ჯაიანი ჰყვება, რომ მკვლელობის ჩადენის შემდეგ, თავის მოკვლას აპირებდა, თუმცა "გამბედაობა არ ეყო".
პროკურორმა ასევე გამოაქვეყნა მოწმეთა ჩვენებები, რომელთა უმეტესობაც ჯაიანის მხრიდან აბრამიძის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე საუბრობენ. ასევე მოწმეები მიუთითებენ, რომ ბექა ჯაიანი კესარია აბრამიძეს სისტემატურად აკონტროლებდა.
37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ცირა სურმანიძე
საინფორმაციოს პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში