,,ქართველმა სტუდენტმა საქართველოში ევროპული ხარისხის უმაღლესი განათლების მიღება უნდა შეძლონ“- აცხადებს პრემიერ-მინისტრი. სწორედ უმაღლესი განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებზე , მათ შორის როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე განათლების ხარისხის კუთხით უმაღლესი განათლების რეფორმის სამთავრობო კომისიის სხდომაზე იმსჯელეს.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ქვეყანაში საუნივერსიტეტო განათლების სისტემის თვისებრივად გარდაქმნის მნიშვნელობას. კომისია უახლოეს პერიოდში შეიმუშავებს კონცეფციას, რომლის საფუძველზე შექმნილ სტრატეგიას დაეფუძნება უმაღლესი განათლების რეფორმა.