ემიგრანტების რიცხვმა, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოდან ჩავიდნენ, გასულ წელს თითქმის 100 ათასს მიაღწია. ისინი უცხოეთში სამუშაოს ეძებენ.
მაჩვენებელი, ბოლო 4 წლის განმავლობაში, ყველაზე მაღალია. ინფორმაციას ,,საქსტატი” აქვეყნებს. მესამე სექტორში მიგრაციის პროცესს ქვეყანაში შექმნილ სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებას უკავშირებენ.