პოლიტიკურ წრეებში შეფასებების საგანია სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის წევრებს შორის დახურულ კარს მიღმა შეხვედრები. უმრავლესობაში მიმდინარე აუდიენციებს ახსნა უკვე მოუძებნეს, რომ სალომე ზურაბიშვილმა მისი წინამორბედი-მიხეილ სააკაშვილი ჩაანაცვლა.
ზურაბიშვილი ოპოზიციას გუშინ შეხვდა, რომლის შემდეგაც გაირკვა რომ მას აქვს ინიციატივა რომ შეიქმნას საერთო საკოორდინაციო ფრონტი რომელიც არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს არამედ სამოქალაქო სექტორსაც გააერთიანებს.
ასევე ცნობილი გახდა, რომ 31 მარტს საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეს, ოპოზიცია აქციას გამართავს.