ბათუმს, ხელვაჩაურსა და ქობულეთს გაზის მიწოდება შეუწყდა

11 მარტი 2025, 15:05 1230 ნახვა

ბათუმში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში 100 ათას აბონენტს ბუნებრივი გაზი არ მიეწოდება. მიზეზი სოფელ ცეცხლაურში მთავარი მაგისტრალური მილის დაზიანებაა.

სოკარ ჯორჯია გაზი აჭარას ინფორმაციით, გაზსადენზე სამუშაოები მიმდინარეობს, გაზის მიწოდება ხვალ დილიდან უნდა აღდგეს და პროცესი სამი დღის განმავლობაში დასრულდება.

გაზსადენის დაზიანების გამო ბუნებრივი გაზით მომარაგება შეეზღუდა ასევე გურიის ნაწილს. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში