ბათუმელი ბალერინები ''ბროლის ცერის" მფლობელები გახდნენ. ბათუმის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის კლასიკურმა საბალეტო სკოლის მოსწავლეებმა საერთაშორისო ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა და პირველ ადგილსაც დაეუფლნენ.
მთავარი პრიზი - "ბროლის ცერი" ფესტივალში მონაწილე 26-ვე მოსწავლეს გადაეცა, ასევე, ისინი ლაურიატის დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
დასის 5 წევრს, პედაგოგებთან ერთად, საუკეთესო საშემსრულებლო სასცენო ხელოვნებისთვის სპეციალური პრიზი ხვდათ წილად.