საქართველოს რკინიგზა 8 მარტიდან 21 აპრილის ჩათვლით თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს

07 მარტი 2025, 15:10 557 ნახვა

8 მარტიდან 21 აპრილის ჩათვლით თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი რეისები შესრულდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

ამასთან, საქართველოს რკინიგზა დამატებითი რეისების განრიგსაც აქვეყნებს.

„8 მარტიდან 21 აპრილის ჩათვლით, ყოველ შაბათს, კვირას და ორშაბათს

თბილისი – ბათუმი
გასვლა: 00:30
ჩასვლა: 06:05

ბათუმი – თბილისი
გასვლა: 00:45
ჩასვლა: 06:02

ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ჩვენი ვებგვერდის საშუალებით, სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში, საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით“, – ნათქვამია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი