სასამართლომ მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა

05 მარტი 2025, 11:59 147 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა მიიღო. პროცესი მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა და გვიან ღამით დასრულდა. გადაწყვეტილებას სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა.

მზია ამაღლობელს ხელში ეჭირა ფურცელი წარწერით: "უსამართლო სასამართლო". სასამართლომ ასევე არ მიიღო წარდგენილი მტკიცებულებები და დაცვის მხარემ უარი მიიღო ფაქტზე შემსწრე ათეულობით პირის დაკითხვაზეც. 

მოსამართლემ დასაშვებად ცნო პროკურორის მოთხოვნა, საქმეს დართოდა მზია ამაღლობელის ტელეფონიდან ამოღებული მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც პროკურატურა ირწმუნება, რომ მომხდარი წინასწარ დაიგეგმა. სასამართლოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა მოსამართლის გადაწყვეტილება - მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვების შესახებ გააპროტესტეს. 

ადვოკატები აცხადებდნენ, რომ სასამართლო საქმეს მიკერძოებულად განიხილავს და გადაწყვეტილება გასაჩივრდება.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში