ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს

04 მარტი 2025, 15:02 143 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში "ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა  დაიწყო. მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა უნდა გადაწყვიტოს, დარჩება თუ არა პატიმრობაში მზია ამაღლობელი.

მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებისა დასაშვებობის საკითხი, ასევე, ეს საქმე არსებითად უნდა განიხილოს თუ არა სასამართლომ. ამ სხდომაზე მოსამართლე განიხილავს მზია ამაღლობელისთვის აღკვეთი ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ შუამდგომლობას.

მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები იმყოფებიან. სხდომას ასევე, სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პოლიტიკოსებიც ესწრებიან.

დღევანდელ პროცესამდე ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან მზია ამაღლობელის სოლიდარობის აქცია გაიმართა მოთხოვნით – „თავისუფლება მზია ამაღლობელს“.

გამოძიება მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით ედავება, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს, რომელიც თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ითვალისწინებს.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში